Logo

ირაკლი კობახიძე - აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი

პოლიტიკა
176
Frontnews image description

აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რაზეც არაერთი საჯარო განცხადება გავაკეთეთ, პირადად მე მაქვს არაერთხელ საჯარო განცხადება გაკეთებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს სურვილია, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან.

"ეს არის ძალიან ღია გზავნილი, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს, იმედი გვაქვს, რომ ეს შემხვედრი ნაბიჯებიც გადაიდგმება“, - აღნიშნა პრემიერმა.

Advertisement