Logo

ირაკლი კობახიძე ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში შს მინისტრის და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირების ღირსების ორდენით დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

პოლიტიკა
1356
Frontnews image description

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ვახტანგ გომელაური  და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრნენ.

ირაკლი კობახიძემ პოლიციის ხელმძღვანელ პირებს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს – ღირსების ორდენის მიღება მიულოცა და ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები