
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადება “იყო ძალიან უხეში და უსამართლო”.
“ავტოკრატიისკენ წასულიც იყო და იქ იყო ის ხელისუფლება, რომელსაც სამწუხაროდ, ქალბატონი შაჰინი აქებდა 2012 წლამდე. ჩვენ გვახსოვს მისი ეს დამოკიდებულება. მისი განცხადება არის აბსოლუტურად უსამართლო, მე ვეცდები, რომ ვიყო მაქსიმალურად კორექტული. საქმე ეხება სენატორს, აქედან გამომდინარე, მხოლოდ ამ ზოგადი კომენტარით შემოვიფარგლები – ეს იყო ძალიან უხეში, უსამართლო განცხადება”, – განაცხადა კობახიძემ.
ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ “საქართველოს მთავრობა სულ უფრო და უფრო მიდის ავტოკრატიისკენ”.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს