ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას.
ყურადღება გამახვილდა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრას ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დაესწრო.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




