ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს შეეხო. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ბოლო წლებში არსებული ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას.
"განიხილეს ერთობლივი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები. ხაზი გაესვა აღნიშნული პროექტების მნიშვნელობას შუა დერეფნის განვითარების პროცესში. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის დადებით ტენდენციებზე.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, დიალოგისა და თანამშრომლობის გზით მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს