Logo

ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

პოლიტიკა
295
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტ მასატო კანდას შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას შეეხო.

"ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკის სექტორში.

განიხილეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის საინვესტიციო პორტფელი. აღინიშნა, რომ ADB-ის ინვესტიცია, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში 5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს და უზრუნველყოფს პროგრამების დაფინანსებას, რომლებიც მიზნად ისახავს  ტურიზმის ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების, სატრანსპორტო კავშირის, ენერგეტიკის, რეგიონული და მუნიციპალური სექტორის განვითარებას.

აღინიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკის ახალი ოფისის გახსნა თბილისში საქართველოსა და ADB-ს შორის არსებული გრძელვადიანი პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი დასტურია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები