ირაკლი კობახიძე - ბაჩიაშვილი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკაში, ის ცდილობს, რომ დასავლურ მედიაში შეკვეთილი სტატიებით გავიდეს ფონს

ავტორი
Front News საქართველო
ბაჩიაშვილი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკაში, გარდა იმისა, რომ სხვა ქმედებებით იყო დაკავებული და კონკრეტული დანაშაულისთვის არის მსჯავრდებული, ის ცდილობს, რომ დასავლურ მედიაში შეკვეთილი სტატიებით გავიდეს ფონს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თემო წიქვაძე განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომელიც ბაჩიაშვილის ოჯახის მიერ დასავლურ მედიაში დაკვეთილ სტატიებს ეხება.
მისი თქმით, ვერც ერთ შეკვეთილ სტატიას ვერ ექნება ვერანაირი ეფექტი.
"ესეც მიღებული პრაქტიკაა. ჩვენი ოპონენტები ამ შემთხვევაში ეს ადამიანი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკაში, გარდა იმისა, რომ სხვა ქმედებებით იყო დაკავებული და კონკრეტული დანაშაულისთვის არის მსჯავრდებული. ისინი ცდილობენ, რომ დასავლურ მედიაში შეკვეთილი სტატიებით გავიდნენ ფონს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო და ვერც საზოგადოებისთვის ვერ იქნება საინტერესო. ვერც ერთ შეკვეთილ სტატიას ვერ ექნება ვერანაირი ეფექტი“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


