ირაკლი კობახიძე - ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი არის ისტორიული პროექტი

ავტორი
Front News საქართველო
საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, დაკავშირებადობის კუთხით ჩვენი შესაძლებლობების განვითარებას და ამ კუთხით საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი არის ისტორიული პროექტი და საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო გამოხატულება.
"ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ისტორიული პროექტი გავხსენით, ეს არის ბაქო-თბილისი-ყარსის ისტორიული პროექტი. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, დაკავშირებადობის კუთხით ჩვენი შესაძლებლობების განვითარებას და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ეს პროექტიც არის იმის საუკეთესო გამოხატულება, თუ რამდენად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან. რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს. დღევანდელი დღე არის ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო გამოხატულება“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




