Logo

ირაკლი კობახიძე ბაქოში, მსოფლიო ურბანულ ფორუმში მონაწილეობს

პოლიტიკა
72
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაქოში, მსოფლიო ურბანულ ფორუმში მონაწილეობს. ფორუმის მონაწილე ლიდერებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და UN-Habitat-ის აღმასრულებელი დირექტორი ანაკლაუდია როსბახი მასპინძლობენ.

ირაკლი კობახიძე მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და UN-Habitat-ის აღმასრულებელი დირექტორი ანაკლაუდია როსბახი და UN-Habitat-ის ასამბლეის პრეზიდენტი ნგა კორ მინგი.

სამიტის მონაწილეებმა ასევე მოისმინეს გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის და გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტ ანალენა ბერბოკის ვიდეომიმართვები.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები