
ავტორი
Front News საქართველო
ბაკურიანის გეგმის პატარა გამოვლინება იყო ის პროცესები, რომელიც ვიხილეთ წინა კვირის განმავლობაში, ეს გეგმა კიდევ ერთხელ ჩავარდა – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში გამაცხადა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას.
მისი თქმით, აგენტების ლუსტრაცია არის იმის გარანტია, რომ ენჯეოების მეშვეობით და დახმარებით საქართველოში ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება, ამის პრევენცია იყო საჭირო და ამის პრევენციას წარმატებით ემსახურებოდა ის დისკუსია, რომელიც კანონპროექტის გარშემო გაიშალა.
“ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ბაკურიანის გეგმებზე, ამ გეგმის პატარა გამოვლინება იყო ის პროცესები, რომელიც ვიხილეთ წინა კვირის განმავლობაში, ეს გეგმა კიდევ ერთხელ ჩავარდა, პირველი მცდელობა იყო კანდიდატის სტატუსის არმიღების შემდეგ, ჩაუვარდათ, ახლა კიდევ ერთხელ ჩაუვარდათ ეს გეგმა. საბოლოო ჯამში ეს პროცესი, მათ შორის აგენტების ლუსტრაცია არის იმის გარანტია, რომ ენჯეოების მეშვეობით და დახმარებით საქართველოში ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება. ამის პრევენცია იყო საჭირო და ამის პრევენციას წარმატებით ემსახურებოდა ის დისკუსია, რომელიც კანონპროექტის გარშემო გაიშალა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს