
ავტორი
Front News საქართველო
ირაკლი კობახიძის თქმით, 2024 წლამდე არავითარი ვადამდელი არჩევნები არ იქნება.
როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, საარჩევნო ბარიერის დაწევა ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზეც, თუ რამდენად სურს ოპოზიციას პოლარიზაციის ხარისხის შემცირება.
“ყველამ იცის, რომ 2024 წლამდე არავითარი ვადამდელი არჩევნები არ იქნება. რაც შეეხება ბარიერის დაწევას. ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის პირველ რიგში იმაზეც, თუ რამდენად სურს ოპოზიციას პოლარიზაციის ხარისხის შემცირება. ჩვენ დაველოდებით, დავაკვირდებით რამდენად არის ეს სურვილი რადიკალური ოპოზიციის მხარესაც. ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს