
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.
თანამედროვე სტანდარტების სამსართულიანი შენობა 40 საკლასო ოთახს მოიცავს და ორ ცვლაში 2 000 მოსწავლეზეა გათვლილი.
პროექტით გათვალისწინებულია ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო დარბაზი 300 მაყურებელზე, ღია და დახურული სპორტული მოედნები ტრიბუნებით. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
პროექტს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს და მისი ბიუჯეტი 17 388 170 ლარია.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს