
ავტორი
Front News საქართველო
ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პროცესების ლიდერი, ის არის მთავარი გარანტი მშვიდობისა და განვითარებისთვის ამ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, მისი ყველა გზავნილი უკავშირდებოდა შესაბამის ხედვებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება და ქვეყნის შემდგომი განვითარება.
“ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, ჩვენი უმთავრესი პრინციპული ამოცანაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა ქვეყანაში, უზრუნველვყოთ ქვეყნის შემდგომი განვითარება და ამისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ქუდზე კაცი გამოვიდეს 26 ოქტომბერს არჩევნებზე და “ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ თუ გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, უზრუნველვყოთ ამ ქვეყნის მყარი, სტაბილური განვითარება, საჭიროა ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება ამ არჩევნებზე“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს