ირაკლი კობახიძე - ბატონმა ფიშერმა თავად ითხოვა შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც ითხოვა გათავისუფლება გრანტების შესახებ კანონიდან

ავტორი
Front News საქართველო
ბატონი ფიშერი დაბარებული იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში, მანამდე თავად ითხოვა შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გერმანიის ელჩმა ითხოვა გათავისუფლება გრანტების შესახებ კანონიდან, თუმცა, მან მიიღო პასუხი, რომ კანონი თანაბრად იმოქმედებს ყველა შესაბამისი სუბიექტისთვის მათ შორის, გერმანიის საელჩოსთვისაც.
"ბატონი ფიშერი დაბარებული იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში, მანამდე თავად ითხოვა შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც ითხოვა გათავისუფლება გრანტების შესახებ კანონიდან, თუმცა, მან მიიღო პასუხი, რომ კანონი თანაბრად იმოქმედებს ყველა შესაბამისი სუბიექტისთვის მათ შორის, გერმანიის საელჩოსთვისაც“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




