Logo

ირაკლი კობახიძე - ბავშვების კეთილდღეობა, მათთვის კარგი განათლებისა და ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა ჩვენი მთავრობის ყოველდღიური საზრუნავია

პოლიტიკა
4 დღის წინ / 13:05
386
Frontnews image description

ყველა ბავშვს მთელ მსოფლიოში ვუსურვებ მშვიდობას, ეს ის აუცილებელი წინაპირობაა, რომლის გარეშეც არ არსებობს განვითარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

"პირველ რიგში, ყველა ბავშვს მთელ მსოფლიოში ვუსურვებ მშვიდობას, ეს ის აუცილებელი წინაპირობაა, რომლის გარეშეც არ არსებობს განვითარება. ბავშვების კეთილდღეობა, მათთვის კარგი განათლებისა და ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა ჩვენი მთავრობის ყოველდღიური საზრუნავია. ჩვენი მიზანია, ყველა ბავშვს მთელს საქართველოში ჰქონდეს თანაბარი განვითარების შესაძლებლობა და უსაფრთხო გარემო.

ყველა ბავშვს ვუსურვებ ჯანმრთელობას, ლაღ და უზრუნველ ბავშვობას“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე. 

Advertisement