
ავტორი
Front News საქართველო
ზელენსკი პირდაპირ ჩართული იყო და ამ სიაზე მისი ხელმოწერაა. შეგახსენებთ, რომ მარტშიც ზელენსკის ხელმოწერით გაიწვიეს ელჩიც, ამიტომ ეს არ წყდება მარტივი, სააკაშვილი და არახამიას ზარების დონეზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “იმედი LIVE“ უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვისთვის სანქციების დაწესების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ქმედება შანტაჟს წარმოადგენს.
“არის რაღაც კოორდინაცია, ამ კოორდინაციის უკან რა დგას ამაზე რაღაც მიზეზების გამო ბევრს არ ვისაუბრებთ, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც კოორდინაცია არსებობს მეორე ფრონტის იდეის გარეშემო. ბევრი დეტალი ვიცით, მაგრამ ამ დეტალებში არ შევალთ, რადგან რაღაცებს უნდა მოვუფრთხილდეთ. მაგრამ არის ფაქტი, რომ ვიღაცებს სურთ მეორე ფრონტი, რასაც არ მალავენ და პირდაპირ სიტყვა-სიტყვით ამბობენ: რომ უნდა შევიდეთ ცხინვალში, სოხუმში, გავხსნათ მეორე ფრონტი. ამას ამბობენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები. დღესავით ნათელია, რომ მათ პირდაპირ სურთ საქართველოში მეორე ფრონტის ხილვა და ამისთვის იყენებენ შანტაჟის მექანიზმს, რომელიც წარმატებული ვერ იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს