ირაკლი კობახიძე - "ბიბისის“ სიუჟეტი არის სკანდალის შექმნის იაფფასიანი მცდელობა, რომელიც ერთ დღეში ჩაიშალა, მიმართვიანობაც კი არ იყო კლინიკებში

ავტორი
Front News საქართველო
„ბიბისის“ სიუჟეტი არის სკანდალის შექმნის იაფფასიანი მცდელობა, რომელიც ერთ დღეში ჩაიშალა. საზოგადოებამ იცის ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, რომ მიმართვიანობაც კი არ იყო კლინიკებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, 9 აპრილს, როდესაც კონკრეტული ნივთიერება იქნა გამოყენებული, მასშტაბური იყო კლინიკებში მიმართვიანობა და დიდხანს გრძელდებოდა პაციენტების მკურნალობა.
"ბიბისის“ სიუჟეტი არის სკანდალის შექმნის იაფფასიანი მცდელობა, რომელიც ერთ დღეში ჩაიშალა. საზოგადოებამ იცის ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, რომ მიმართვიანობაც კი არ იყო კლინიკებში. გახსოვთ, 9 აპრილის დროს, როდესაც კონკრეტული ნივთიერება იქნა გამოყენებული, რამხელა მიმართვიანობა იყო, რამდენ ხანს გრძელდებოდა პაციენტების მკურნალობა. აქ არ ყოფილა არავითარი მიმართვიანობაც კი. ხელოვნურად ცდილობთ შექმნათ სკანდალი იქ, სადაც სკანდალი არ არის. თქვენი ტელევიზიები დავიდა იქამდე, რომ თუთიყუშებს დასცვივდათ ბუმბულები. ძალიან ღარიბად გამოიყურება თქვენი ეს სკანდალის აწევის იაფფასიანი მცდელობა“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




