Logo

ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას

პოლიტიკა
106
Frontnews image description

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.

მისი თქმით, კორუფციასთან ბრძოლაც დააანონსა სწორედ ბიძინა ივანიშვილმა, 2023 წლის დეკემბერში, როდესაც მან დაინახა კონკრეტული პრობლემები.

"ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას. ბატონი ბიძინა ივანიშვილი, როგორც საპატიო თავმჯდომარე, მე, როგორც მთავრობის თავმჯდომარე და ა.შ. გუნდში არის გადანაწილებული ეს პასუხისმგებლობა. კორუფციასთან ბრძოლაც დააანონსა სწორედ ბიძინა ივანიშვილმა, 2023 წლის დეკემბერში, როდესაც მან დაინახა კონკრეტული პრობლემები", - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები