
ავტორი
Front News საქართველო
აქ საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილზე, გამოყენებულ იქნა ტერმინი რუსი ოლიგარქი, მინდა შეგახსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაახლოებით 16 წლის წინ რუსეთში გაასხვისა აბსოლუტურად ყველა აქტივი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუების წამყვანებთან შეხვედრისას აღნიშნა.
მისი თქმით, მას შემდეგ ბიძინა ივანიშვილის აქტივი რუსეთის ფედერაციაში ნულია და საკუთარი თანხა, რომელიც დღევანდელი მოცემულობით შეადგენს 2 მილიარდ აშშ დოლარს, მან მთლიანად მიანდო დასავლეთს.
“კაცს უნდოდეს რუსეთისკენ წასვლა და თავისი 2 მილიარდი დასავლეთს მიანდოს, ეს ხომ აბსოლუტურად ალოგიკური და აბსურდულია. ასეთ აბსურდზე გვიწევს საუბარი და ვიღაცებისთვის მტკიცება, რომ კაცმა რუსეთიდან მთელი აქტივები წამოიღო, გაასხვისა, 2 მილიარდი დოლარი მიანდო დასავლეთს და ეს კაცი ატარებს რუსულ პოლიტიკას და არ უნდა დასავლეთში საქართველოს ინტეგრაცია. ასეთი აბსურდის გარჩევა გვიწევს საბოლოო ჯამში ჩვენ“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს