
ავტორი
Front News საქართველო
“ეს არის რაღაცა სინდრომი, 2012 წელს თვითონ დაიშოკნენ, ისე დაამარცხა არჩევნებით ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ყველაფერს კადრულობდა, იმ შოკიდან ვერ გამოვიდნენ. იმის შემდეგ 8 არჩევნები წააგეს და ყველაფერს მას აბრალებენ, რაც კი კარგი ხდება ამ ქვეყანაში. ის, რომ დღეს ომი არ გვაქვს, არეულობა არ გვაქვს, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილის ბრალი, ეს არის მათი სინდრომი საიდანაც ვერ გამოდიან“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საინტერესო რაღაც თქვა გალერმა, ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა, „ის რომ პატრიოტი იყოსო ქვეყნიდან წავიდოდაო“, არ თავსდება არანაირ ლოგიკასთან, პატრიოტი ქვეყნიდან უნდა წავიდეს და ამ უსამშობლო ხალხს უნდა დაუტოვოს ეს ქვეყანა.
მისივე თქმით, “პირდაპირი მინიშნება გააკეთა გალერმა იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილის არსებობაც კი პრობლემა არის ამათთვის, ეს არის ობიექტური მოცემულობა”.
“ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი მათთვის არის უკვე პრობლემა იმიტომ, რომ იგი იყო ჯერ ავტორი ამ გარდატეხის, მან დაამარცხა „ნაცმოძრაობა“, გაამყარა დემოკრატიული სისტემა, დატოვა თამაშის წესები და მისი ფაქტორი ამ ყველაფერს რა თქმა უნდა დღემდე ამაგრებს და მათ სწორედ ეს ფაქტორი არ მოსწონთ. იმიტომ, რომ დღეს ხედავენ რომ არის კონსოლიდირებული დემოკრატიული სისტემა, რომელსაც ვერ ერევიან და ეს არის ბიძინა ივანიშვილის დატოვებული სისტემა და რომ ხედავენ ასე ვთქვათ მის დანაშაულს დემოკრატიული სისტემაში, ამას ობიექტური საფუძველი აქვს. პირდაპირიმინიშნება გააკეთა გალერმა იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილის არსებობაც კი პრობლემა არის ამათთვის, ეს არის ობიექტური მოცემულობა“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს