ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილის რჩევები ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკაში ის არის ნამდვილი გროსმაისტერი


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის რჩევები მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ნამდვილი გროსმაისტერია, შეუძლია, წინასწარ გათვალოს 10, 15, 20 სვლა.
“სტატუსის მიხედვითაც, თქვენ იცით, როგორია ჩვენი საწესდებო ჩანაწერი, ბიძინა ივანიშვილი არის არა მხოლოდ ჩემი, როგორც პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის, არამედ ზოგადად პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი. მისი რჩევები ჩვენთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პოლიტიკაში ის არის ნამდვილი გროსმაისტერი. მას შეუძლია, წინასწარ გათვალოს 10, 15, 20 სვლა. ასეთია მისი შესაძლებლობები პოლიტიკაში, არა მარტო პოლიტიკაში, მაგრამ კონკრეტულად პოლიტიკაზე ვსაუბრობ. შესაბამისად, მისი რჩევები ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე – ძალიან მნიშვნელოვანია, ღირებულია ის მხარდაჭერა, რომელიც გამოცხადდა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საფეხბურთო ნაკრების მიმართ

ირაკლი კობახიძე – სიმბოლური და მნიშვნელოვანია, რომ დღეს პრემიერ-მინისტრი არის ირაკლი ღარიბაშვილი, ის ადამიანი, რომელიც პირველი ედგა გვერდით ბიძინა ივანიშვილს

ირაკლი კობახიძე – მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ გადაწყვეტილებისთვის და ეს არის ის მადლობა, რომელსაც იზიარებს ჩვენი პარტიის ყველა წევრი