
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
“ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში უპრეცედენტო საქველმოქმედო მოღვაწეობით ზრუნავდა ქართული კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე, 2012 წელს კი მან განახორციელა უპრეცედენტო პოლიტიკური ქველმოქმედება და უდიდესი რისკის ფასად, ანტიევროპული ტიპის ავტორიტარიზმი დემოკრატიული მმართველობით ჩაანაცვლა.
ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს პატრიოტი და პოლიტიკის გროსმაისტერი. არაერთხელ აღინიშნა და კიდევ ერთხელ უნდა ითქვას – ის, რომ საქართველოს დღეს აქვს მშვიდობა, დემოკრატია, ეკონომიკური წინსვლა და ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, პირველ რიგში, არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება.
ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვუსურვებ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, ყოველივე საუკეთესოს მის გამორჩეულ ოჯახთან ერთად!“, – წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს