Logo

ირაკლი კობახიძე – ბილდტსა და უილსონს დაფიქსირებული აქვთ შემოსავალი, ერთს „ნაცმოძრაობიდან“, მეორეს უშუალოდ კეზერაშვილისგან

პოლიტიკა
1275
Frontnews image description

ბილდტს და უილსონს ორივეს დაფიქსირებული აქვს შემოსავალი – ერთს „ნაცმოძრაობიდან“, მეორეს უშუალოდ კეზერაშვილისგან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბილდტისა და უილსონის განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს.

“უცხოელებს რაც შეეხებათ, იგივე ბილდტი, იგივე უილსონი – ორივეს აქვს დაფიქსირებული შემოსავალი – ერთს „ნაცმოძრაობიდან“, მეორეს უშუალოდ კეზერაშვილისგან. რა ფასი აქვს ასეთი ადამიანების განცხადებებს. უილსონი კეზერაშვილის ფულით აკეთებს განცხადებებს და ბილდტი სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ ფულით აკეთებდა განცხადებებს. მათ ასეთ განცხადებებს არ აქვს არავითარი ფასი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები