
ავტორი
Front News საქართველო
რაც შეეხება ჯანდაცვის მიმართულებას, მთლიანობაში ბიუჯეტი, რაც არის გამოყოფილი ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, არის სახელმწიფო ბიუჯეტის 1/3 და ეს თავისთავად მეტყველებს ამ მიმართულების პრიორიტეტულობაზე ჩვენი ხელისუფლებისთვის, მთავრობისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მთლიანობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვის პროგრამებზე დანახარჯებმა გადააჭარბა 2,2 მილიარდ ლარს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი.
"შედარებისთვის, 2012 წელს ჯანდაცვის პროგრამებზე იხარჯებოდა 371 მილიონი ლარი და ახლა გადავაჭარბეთ 2 მილიარდ 200 მილიონ ლარს, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოსთვის ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.
მე დეტალურად აღარ გავყვები იმ პროგრამებს, რომლებიც ხორციელდება, დაწყებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, გაგრძელებული ცალკეული პროგრამებით, რომლებსაც თითოეულს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
მე მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ ამ პროგრამების შედეგად 72-დან 76 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ჩვენს ქვეყანაში. 2012 წელს იყო 72.1 და გაიზარდა საშუალო მაჩვენებელი 76 წლამდე და ეს არის იმ მასშტაბური ინვესტიციების შედეგი, რომელიც ხორციელდება ჯანდაცვის და ასევე სოციალური დაცვის მიმართულებით.
წარმატებით გრძელდება ყველა ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება. გრძელდება ასევე მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრა, რაც ფასების კონტროლისთვის არის მნიშვნელოვანი. ამჟამად რეფერენტული ფასები მოიცავს 313 ნივთიერების 7521 მედიკამენტს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს