ირაკლი კობახიძე – ბიზნესის თავისუფლების გარანტი ამ ქვეყანაში არის ჩვენი ხელისუფლება და მომავალშიც უზრუნველვყოფთ ამ მისიის ბოლომდე შესრულებას


ავტორი
Front News საქართველო
ბიზნესის თავისუფლების გარანტი ამ ქვეყანაში არის ჩვენი ხელისუფლება და მომავალშიც უზრუნველვყოფთ ამ მისიის ბოლომდე შესრულებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ბიზნესის თავისუფლება არის „ქართული ოცნების“ მონაპოვარი.
“2012 წელს, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, სწორედ ჩვენ შევძელით ქვეყნისთვის დაგვებრუნებინა ბიზნესის თავისუფლება და ბიზნესისთვის დაგვებრუნებინა თავისუფლება. როცა ნიკა გილაური იყო პრემიერ-მინისტრი სისხლიანი რეჟიმის პირობებში, მაშინ წარიმართებოდა სწორედ ბიზნესის სისტემური რეკეტი, რისი მსხვერპლიც გახდა უამრავი ადამიანი. ათასობით ადამიანის კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი შეეწირა ბიზნესის რეკეტს, რომლის ერთ-ერთი ლიდერი იყო ნიკა გილაური, როგორც მაშინდელი სისხლიანი რეჟიმის პრემიერ-მინისტრი. ასეთ დროს მათი მხრიდან ბიზნესის თავისუფლებაზე საუბარი არის აბსოლუტურად ღიმილის მომგვრელი მოვლენა. ბიზნესის თავისუფლების გარანტი ამ ქვეყანაში არის ჩვენი ხელისუფლება და მომავალშიც უზრუნველვყოფთ ამ მისიის ბოლომდე შესრულებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი გარანტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში არის მშვიდობა და ქვეყანა სტაბილურად ვითარდება

ირაკლი კობახიძე – ვახტანგ გომელაური არის საუკეთესო გარანტი იმისა, რომ ერთის მხრივ განუხრელად იქნება დაცული სახელმწიფოს ძლიერება, და მეორე მხრივ დაცული იქნება ჩვენი მოქალაქის უფლებები და ინტერესები

ირაკლი კობახიძე – ყველაზე ევროპული და ერთადერთი ქართული ძალა ქართულ პოლიტიკაში არის “ქართული ოცნება”