ირაკლი კობახიძე - ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა მაღალი დონის ფორუმი თუ სადისკუსიო პანელი საქართველოს დიასპორულ პოლიტიკასა და პროგრამებს საუკეთესო შეფასებას აძლევს

ავტორი
Front News საქართველო
ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა მაღალი დონის ფორუმი თუ სადისკუსიო პანელი საქართველოს დიასპორულ პოლიტიკასა და პროგრამებს საუკეთესო შეფასებას აძლევს, რითაც ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო გახდა დიასპორის სფეროში ყველაზე მაღალი პლატფორმის - გლობალური დიასპორის პოლიტიკის ალიანსის მმართველი საბჭოს თანათავმჯდომარე ქვეყანა, ამასთან, საქართველო არის დუბლინის დეკლარაციის ხელმომწერი მხარე, რითაც იგი უერთდება გაეროსა და საერთაშორისო საზოგადოების ერთიან მიდგომას დიასპორის სფეროში.
"საქართველო გასული წლების განმავლობაში გახდა დიასპორის სფეროში ყველაზე მაღალი პლატფორმის - გლობალური დიასპორის პოლიტიკის ალიანსის მმართველი საბჭოს თანათავმჯდომარე ქვეყანა, ამ სფეროში ისეთ წამყვან ქვეყანასთან ერთად, როგორიც ირლანდიაა. ამასთან, საქართველო არის დუბლინის დეკლარაციის ხელმომწერი მხარე, რითაც იგი უერთდება გაეროსა და საერთაშორისო საზოგადოების ერთიან მიდგომას დიასპორის სფეროში. დიასპორასთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ჩვენმა პრაქტიკამ ფართო აღიარება მოიპოვა ისეთ ფორუმებზე, როგორიც არის გაეროს გენერალური ასამბლეა, დიასპორის გლობალური სამიტი. ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა მაღალი დონის ფორუმი თუ სადისკუსიო პანელი საქართველოს დიასპორულ პოლიტიკასა და პროგრამებს საუკეთესო შეფასებას აძლევს, რითაც ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




