Logo

ირაკლი კობახიძე -  ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა და კონკრეტულად ჩვენი პოლიტიკური ძალა ძალიან წარმატებული იქნება ამ ბრძოლაში

პოლიტიკა
2 საათის წინ / 00:34
16
Frontnews image description

90-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოში არავის არ დაუთესია ამდენი სიძულვილი, რაც დღეს დათესეს USAID-ის, NED-ის და სხვა ფონდების მეშვეობით საქართველოში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე.

"მე მახსოვს 90-იანი წლების დასაწყისი, როდესაც ძალიან დიდი სიძულვილი დათესეს საზოგადოებაში პირდაპირ KGB-დან. KGB მუშაობდა ამაზე 90-იანი წლების დასაწყისში, შეაძულეს ქართველები ერთმანეთს. პირდაპირ, მიზანმიმართულად მუშაობდნენ  ამაზე სპეცსამსახურები, KGB. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ 90-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოში არავის არ დაუთესია ამდენი სიძულვილი, რაც დღეს დათესეს USAID-ის, NED-ის და სხვა ფონდების მეშვეობით საქართველოში. ეს არის დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე და ეს უნდა დასრულდეს არა მარტო USAID-ის და NED-ის გავლით, რომლებიც დღეს უკვე გაუქმებულია ტრამპის გადაწყვეტილებით, ზოგადად, საქართველოში უნდა დასრულდეს ეს პროცესი, რასაც ჰქვია ადამიანების მოწამვლა, ერთმანეთთან დაპირისპირება, სიძულვილის დათესვა ჩვენს საზოგადოებაში  და ეს KGB-ს მეთოდები, რომელიც ახლა უკვე გამოიყენება სხვა სპეცსამსახურების მიერ, არ შეიძლება, რომ საქართველოში იყოს წარმატებული. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ეს სიძულვილი ჩავანაცვლოთ ჯანსაღი დამოკიდებულებით საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. სიმახინჯეა რაც ხდება, რას უშვებიან ადამიანებს. ხანდახან ვუყურებ, რომ გამოდიან ჩვენი ოპონენტები, ხან პოლიტიკოსები, ხან არაპოლიტიკოსები, როგორ წამლავენ ადამიანებს, ჩვეულებრივად არქიფო სეთურის მრევლია, რასაც ჩვენ ვუყურებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ  ეს ყველაფერი გაკეთებულია აბსოლუტურად მიზანმიმართულად და ეს არ ხდება მარტო საქართველოში.

"ხშირად ვიხსენებ ხოლმე რობერტ ფიცოს 10-წუთიან გამოსვლას, მასზე თავდასხმის შემდეგ ჩაწერა ვიდეო. რასაც ჰყვება სლოვაკეთთან დაკავშირებით, ზუსტად იგივე, სამარცხვინო მეთოდებით მუშაობენ საქართველოში - სიძულვილის დათესვა, ადამიანების მოწამვლა, ათასგვარი მახინჯი პროპაგანდის გავრცელება. ეს არის ერთი და იგივე მეთოდები, რასაც ისინი იყენებენ სხვადასხვა ქვეყანაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 30 წლის წინ რასაც აკეთებდა KGB საქართველოში, იმის შემდეგ 30 წელია არავის ამდენი სიძულვილი არ დაუთესია საქართველოში, რაც დაითესა USAID-ის, NED-ის და სხვა სუბიექტების მეშვეობით. მანამდე იგივეს აკეთებდნენ, 2003 წლიდან მოყოლებული, მაშინ ამას აკეთებდნენ საკუთარი აგენტურის მეშვეობით, ისეთი მეთოდები ჰქონდა მათ ხელისუფლებას, რომ ავტომატურად ღრმავდებოდა სიძულვილი საზოგადოებაში, ისეთ სასტიკ მეთოდებს იყენებდნენ ადამიანების წინააღმდეგ და თან  მისწვდნენ ათასობით ადამიანს. ბუნებრივია, მძიმე აურა იქმნებოდა მაშინ საზოგადოებაში. დღეს უკვე ამას აკეთებენ მიზანმიმართულად, უკვე სხვა ხაზით, აფინანსებენ ისეთ ძალებს, რომლებიც არიან თავიდან ბოლომდე დაკავებული სიძულვილის დათესვით. პირდაპირ ხომ ხელის გულზე დევს, USAID-ი, NED-ი აფინანსებდნენ, მაგალითად ორგანიზაციებს, რომლებიც პირდაპირ დაკავებული იყვნენ სიძულვილის დათესვით მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის ყველაზე დიდი სოციალური ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანაში. ქვეყნის მოსახლეობის 90% არის მრევლი და თქვენ წარმოიდგინეთ, კონკრეტულ NGO-ებს, პარტიებს, მედიასაშუალებებს  აფინანსებდნენ, რომელთაც ჰქონდათ პირდაპირ დავალება მიცემული, რომ დაეთესათ სიძულვილი მართლმადიდებელი ეკლესიის და მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების წინააღმდეგ, პატრიარქის ჩათვლით. რამხელა სიბინძურეზეა საუბარი ხომ ხედავთ. ამას აკეთებდნენ, ამ კონკრეტული ფონდების მეშვეობით, ძალიან ბინძური ძალები, რაც ძალიან სამწუხაროა. ამას უნდა დავუპირისპირდეთ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეგვიძლია მივცეთ და მე შემიძლია პირადად მივცე პირობა, რომ აუცილებლად დავუპირისპირდებით ამ სიძულვილს, რომელიც ხელოვნურად ითესება ჩვენს საზოგადოებაში. ეს არ არის ქართული. ქართული საზოგადოება არის სხვანაირი, მიდრეკილია სხვა რამისკენ. ქართული საზოგადოება არ არის სიძულვილისკენ და გახლეჩვისკენ მიდრეკილი, ისტორიულად მოგვდგამდა, რომ ერთმანეთისკენ ვართ პირიქით მიდრეკილი, სიყვარულისკენ და ასეთი დამოკიდებულებისკენ. ეს სიძულვილი არის აბსოლუტურად ხელოვნური, ჩვენს საზოგადოებაში თესავენ გარედან ხელოვნურად. როცა გამჭვირვალობის კანონი დავაინიცირეთ, მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო, რომ დავპირისპირებოდით ამ ხელოვნურად დათესილ სიძულვილს, მაგრამ გამოვიდნენ და მოითხოვეს პირდაპირ სიძულვილის დაფინანსების გაგრძელება. ამას ასე ვერ დავტოვებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა და კონკრეტულად ჩვენი პოლიტიკური ძალა იქნება ძალიან წარმატებული ამ ბრძოლაში“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement