ირაკლი კობახიძე ბორჯომის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, ბორჯომის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ პარკში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძისგან მიიღო.
ამ ეტაპისთვის რეაბილიტაცია უტარდება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ბორჯომის ყოფილ ქარხანას, აქტიურად მიმდინარეობს შენობის ფასადის სრული რესტავრაცია.
პროექტი ითვალისწინებს ბორჯომის ისტორიული პარკის სრულ განახლებას, მათ შორის, დაგეგმილია გასართობი, საბავშვო, სპორტული მოედნების მოწყობა და საფეხმავლო ბილიკების განახლება.
აქტიურ ფაზაშია პარკის სპორტული სივრცეების რეაბილიტაცია. უკვე დასრულებულია პადელის სამი კორტის მშენებლობა, მიმდინარეობს მულტიფუნქციური სტადიონისა და სკეიტპარკის მოწყობა.
პარკის გასართობ ზონაში განთავსდა ახალი ატრაქციონები, მოეწყო ახალი მოსასვენებელი სივრცე, სრულად განახლდა სადრენაჟე და სარწყავი სისტემები.
პარკი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
ბორჯომის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 35 მილიონი ლარია.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს