ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC), რომელიც 29-30 მაისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება.
ღონისძიებას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გახსნის. CPAC-ის რიგით მეოთხე კონფერენციაზე დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა.
უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე შეხვედრას გამართავს უნგრელ კოლეგასთან.
პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს