ირაკლი კობახიძე ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზურაბ ხამაშურიძეს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ზურაბ ხამაშურიძე ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო ევროკავშირის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, ასევე იყო ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში თავდაპირველად ევროსაბჭოს, ხოლო შემდეგ - ეუთოს სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს