Logo

ირაკლი კობახიძე - ბუნებრივი აირის ნაწილში ვფიქრობ, რომ შესაძლებელი არის არსებული ტარიფის შენარჩუნება

პოლიტიკა
78
Frontnews image description

ბუნებრივი აირის ნაწილში ვფიქრობ, რომ შესაძლებელი არის არსებული ტარიფის შენარჩუნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, რაც შეეხება ელექტროენერგიას, ამ მიმართულებითაც ხელისუფლება მაქსიმალურად ეცდება, რომ საერთაშორისო დონეზე ფასების ზრდის მიუხედავად, შეინარჩუნოს არსებული ტარიფი.

“ჩვენ გვექნება შეხვედრა, სადაც საბოლოოდ განიხილება ეს საკითხი და ამის საფუძველზე კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას. ბუნებრივი აირის ნაწილში ვფიქრობ, რომ შესაძლებელი არის არსებული ტარიფის შენარჩუნება, რაც ასევე მარტივი არ იყო გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო დონეზე გაზზე ფასები გაიზარდა. ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე იმაზე, რომ არასწორი პრაქტიკები არსებობდა სხვადასხვა სექტორებში. აქაც ჩვენ დავადგინეთ არასწორი პრაქტიკა, მაგალითად ჭარბი შეღავათები კონკრეტული კომპანიებისთვის და ამ არასწორი პრაქტიკის აღმოფხვრა, მიუხედავად გაზრდილი ფასებისა საერთაშორისო დონეზე, სავარაუდოდ მოგვცემს გაზის ტარიფის შენარჩუნების შესაძლებლობას, ისე რომ არ გაიზრდება ტარიფი ჩვენი მოსახლეობისთვის, იმედი გვაქვს რომ ასე, ზრდის გარეშე განისაზღვრება საბოლოო ტარიფი. რაც შეეხება ელექტროენერგიას, აქაც არის ფასების ზრდა საერთაშორისო დონეზე, თუმცა აქაც მაქსიმალურად ვეცდებით, რომ კონკრეტული პრაქტიკების შემსუბუქების, ცვლილების საფუძველზე შევინარჩუნოთ არსებული ტარიფები, ამაზეც დაგვჭირდება დამატებითი კონსულტაციები, რის საფუძველზეც მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები