ირაკლი კობახიძე - ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ ანდრეი ბაბიშს, საქართველო მოუთმენლად ელის პარტნიორობის განახლებას


ავტორი
Front News საქართველო
ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ ანდრეი ბაბიშს და მოძრაობას "ანო", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მისი თქმით, საქართველო მოუთმენლად ელის პარტნიორობის განახლებას.
“ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ ანდრეი ბაბიშს და მოძრაობას "ანო". წარმატებას ვუსურვებ მას ძლიერი და ეფექტური მთავრობის ჩამოყალიბებაში, რომელიც ხელს შეუწყობს ჩეხი ხალხის წინსვლასა და კეთილდღეობას. საქართველო მოუთმენლად ელის პარტნიორობის განახლებას და ჩვენს ერებს შორის არსებული კავშირების მეტად გაღრმავებას”, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს