
ავტორი
Front News საქართველო
ჩემი მოწოდებაა ზოგადად ყველა სამართალდამცველის მიმართ, რომ მაქსიმალურად მოუფრთხილდნენ თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი შეფასებით, ძალიან სამწუხაროა, რომ შეკრების დაშლისას დაზიანდნენ მშვიდობიანი მომიტინგეები და ჟურნალისტები, რაც ორგანიზებული ძალადობის შედეგი იყო.
„იყო სისტემური ძალადობა, წინასწარ ორგანიზებული, დაგეგმილი ძალადობა, იყო ძალადობრივი დაჯგუფებები და რა თქმა უნდა, შეკრების დაშლის დროს სამწუხაროდ დაზიანდნენ მშვიდობიანი მომიტინგეები და მათ შორის კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ დაზიანდნენ ჟურნალისტები. რა თქმა უნდა, ჩემი მოწოდებაა ზოგადად ყველა სამართალდამცველის მიმართ, რომ მაქსიმალურად მოუფრთხილდნენ თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებს. გუშინ მაქსიმალურად პროპორციულობის დაცვის პრინციპით მოქმედებდა სამართალდამცავი უწყება, თუ სადმე იყო გადაცდომა, რა თქმა უნდა, ამაზეც საჭირო იქნება რეაგირება, მაგრამ არსებითად გუშინდელი მიტინგის დაშლის პროცესი შეესაბამებოდა პროპორციულობის პრინციპს. როდესაც არის ამ მასშტაბის ძალადობა, ბუნებრივია, იქ ძალიან მაღალია რისკი, რომ მშვიდობიანი ადამიანებიც დაზიანდნენ და მათ შორის დაზიანდნენ ჟურნალისტები, რაც ძალიან სამწუხაროა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს სამომავლოდ, რომ ნებისმიერი ასეთი ფაქტი გამოირიცხოს, თუმცა სისტემური და მასშტაბური ძალადობის პირობებში რთულია ასეთი ფაქტების თავიდან სრულად არიდება“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს