
ავტორი
Front News საქართველო
ჩინეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება არის არა ალტერნატივა დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის, არამედ, ეს არის შემავსებელი ფაქტორი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთთან ურთიერთობები არის არა საპირწონე, არამედ, პირიქით, შემავსებელი ფაქტორი დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის.
“ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა საკუთარ გამოსვლაში ორიოდე კვირის წინ და აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ჩინეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება არის არა ალტერნატივა დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის, არამედ, ეს არის შემავსებელი ფაქტორი. მე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ისტორიულად ჰქონდა ყოველთვის თავისი მისია, ეს იყო დამაკავშირებელი მისია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ევროპასა და აზიას შორის და ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ამ ფუნქციის მაქსიმალურად აღდგენა ჩვენი ქვეყნისთვის. თუ ორივე მხარეს არ გააღრმავებ თანამშრომლობას, ეს ფუნქცია ვერ აღდგება, მათ შორის, ვაჭრობის, ეკონომიკისა და პოლიტიკური დაკავშირების კუთხით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ყველა მიმართულებით მაქსიმალურად გავაღრმაოთ ურთიერთობები, იქნება ეს დასავლეთი თუ აღმოსავლეთი და ეს არის ჩვენი პოლიტიკის შინაარსიც. აქედან გამომდინარე, ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობების გაღრმავება არის არა საპირწონე, არამედ, პირიქით, შემავსებელი ფაქტორი, იმ ურთიერთობების გაღრმავებისთვის, რომელიც დაკავშირებულია დასავლეთთან“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს