
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჭოუ ციენს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადასვლა საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობაში თვისებრივად ახალ შესაძლებლობებს შექმნის, მათ შორის როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანზიტო კავშირების გაღრმავების კუთხით.
საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის განმავლობაში მიღწეულ ხელშესახებ შედეგებს, ასევე სამომავლო თანამშრომლობის კუთხით არსებულ პერსპექტივებს.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პირად წვლილს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავებაში და მას მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრო.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს