Logo

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია

პოლიტიკა
307
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძეს შანხაის ჰუნგციაო საერთაშორისო აეროპორტში შანხაის ვიცე-მერი სიე ტუნგი დახვდა.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის ლი ციანის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაში, რომელშიც საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. 

შანხაიში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან. 

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement