
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს აფრიმ გაშის შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ასამბლეის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა საერთო მისწრაფებებზე მოსაზრებების გაცვლისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე მსჯელობისთვის.
"ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის პოლიტიკური დიალოგისა და სექტორული კავშირების შემდგომი გააქტიურების მნიშვნელობას.
ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ ნაყოფიერ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე და პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაძლიერების პერსპექტივებზე.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს როლს შავი ზღვის რეგიონში, რეგიონული დაკავშირებადობისა და დიალოგის ხელშეწყობის მიმართულებით.
შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს