
ავტორი
Front News საქართველო
“ჩვენ 2 წელი მოვანდომეთ 20 მოსამართლის არჩევას, ეს არის ფაქტი და აქ სიჩქარეზე საუბარი ზედმეტია“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2-ის „ღამის კურიერში“.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს იყო საკმაოდ რთული პროცესი.
“მანამდე გახსოვთ, მარტივად, პრეზიდენტი წარადგენდა და პარლამენტი ამტკიცებდა, არავის გაუკრიტიკებია ეს პროცესი. მარგველაშვილმა ერთ დღეში წარადგინა და პარლამენტმა მერე განიხილა. ჩვენ მოგვთხოვეს ამ საკითხების დახვეწა, უფრო რთულად მოწესრიგება, მოვაწესრიგეთ უპრეცედენტო რეგულაციების საფუძველზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც არ არის ასეთი გამჭვირვალე და რთული პროცედურები დადგენილი, რაც არის ჩვენთან. ამ პროცედურების საფუძველზე 2 წელი მოვანდომეთ, 20 მოსამართლის არჩევას, აბსოლუტურად დახვეწილი პროცედურების საფუძველზე. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენი ძალიან გამართული და ლოგიკური პასუხები, რომელიც ეფუძნება არა აღქმებს, არამედ ფაქტებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს