ირაკლი კობახიძე - ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ დიალოგისთვის ყველასთან

ავტორი
Front News საქართველო
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აბსოლუტურად ღიაა დიალოგისთვის ყველასთან.
"ჩვენ ვისაუბრებთ იმ პროცესებზე, რომელიც ვითარდება ქვეყანაში, ვისაუბრებთ ორმხრივ თანამშრომლობაზე საქართველოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას შორის. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ დიალოგისთვის ყველასთან და გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




