
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. პიჯაკების საქმეში უმძიმესი კორუფციული დანაშაულებია.
მისი თქმით, სააკაშვილმა ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებზე პასუხი უნდა აგოს.
“თქვენ თუ ხვდებით, რა სისულელეებს ლაპარაკობს ეს კაცი?! ე.წ. პიჯაკების საქმეში არის უმძიმესი კორუფციული დანაშაულები. მათ შორის დღეს საუბრობდა შვილთან დაკავშირებით და იმით დაასაბუთა კორუფციული სკანდალი შვილის დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომ მისი შვილი არის ნიჭიერი. ჩვენ ახლა შევაგროვებთ დეპუტატების ნიჭიერი ბავშვების სიას და დავაფინანსებთ სკოლის გადასახადს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. მას უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი და მან პასუხი უნდა აგოს ამ დანაშაულებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს