Logo

ირაკლი კობახიძე - ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ ისედაც მცირერიცხოვანმა ერმა, ჩვენს დიასპორას განსაკუთრებული ყურადღება არ დავუთმოთ

პოლიტიკა
359
Frontnews image description

ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ ისედაც მცირერიცხოვანმა ერმა, ჩვენს დიასპორას განსაკუთრებული ყურადღება არ დავუთმოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდობას და ახალგაზრდების მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას სამშობლოსთან.

"ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ ისედაც მცირერიცხოვანმა ერმა, ჩვენს დიასპორას განსაკუთრებული ყურადღება არ დავუთმოთ. სახელმწიფოს ძალისხმევა მომავალშიც იქნება მიმართული ისეთი პროგრამების განხორციელებისკენ, რომლებიც დიასპორის წარმომადგენელთა ეროვნული და კულტურული იდენტობის შენარჩუნებას და განათლების საკითხებს ეძღვნება. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდობას, ახალგაზრდების მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას სამშობლოსთან, უცხოეთში სასწავლებლად წასულ სტუდენტებს, რომლებმაც უნდა შექმნან ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავალი", - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები