
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს და უკრაინას აკავშირებთ ძალიან მჭიდრო, მრავალწლიანი თანამშრომლობა. მათ შორის, ეს თანამშრომლობა აკავშირებს ჩვენს ხალხებსაც და ჩვენ ძალიან მყარ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას, ეს არის როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა, ისე ჰუმანიტარული დახმარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის სამშვიდობო სამიტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რაც მის ძალებშია და მზად არის შემდგომ ღონისძიებებთან დაკავშირებით სასაუბროდ.
“ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია და რა თქმა უნდა მზად ვართ, რომ ვისაუბროთ იმ ღონისძიებებზე, რომელიც შეგვიძლია შემდგომში განვახორციელოთ ჩვენს პარტნიორებთან, ანუ ვისაუბროთ ამ საკითხზე“, – აღნიშნა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს