ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი, გადატვირთოთ ურთიერთობები და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით გადატვირთოთ ურთიერთობები და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ ჩავარდა, რაც ძალიან კარგია.
"რაც შეეხება „მეგობარ აქტს“, რომელიც სინამდვილეში იყო მტრული აქტი ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბედნიეროდ, როგორც ირკვევა, საბოლოოდ ჩავარდა, ეს ძალიან კარგია. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით გადატვირთოთ ურთიერთობები და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. ჩვენ ამის იმედს ვიტოვებთ, დანარჩენი დამოკიდებულია თავად აშშ-ს ახალ ადმინისტრაციაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს