Logo

ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ამომრჩევლის მიმართ, ქვეყანას საბოლოოდ მოვაშოროთ ეს სენი, რასაც ჰქვია კოლექტიური "ნაცმოძრაობა"

პოლიტიკა
131
Frontnews image description

პასუხისმგებლობა გვაქვს ამომრჩევლის მიმართ, რომ ქვეყანაში მთლიანად გავანეიტრალოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, უცხოური აგენტურა, რათა საბოლოოდ შედგეს ჯანსაღი, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოთხი წლის განმავლობაში „ნაცებმა“ ხუთჯერ სცადეს ხელისუფლების დამხობა, მაიდნის მოწყობა, არეულობის შემოტანა და ამას გაეცა საკადრისი პასუხი გუშინ სახელმწიფოს მხრიდან.

"როგორც მოგეხსენებათ, დამხობის მცდელობაც ჩავარდა. გასული ოთხი წლის განმავლობაში, ქვეყანაში ჩვენ ვიხილეთ უკვე „ნაცმაიდნის“ მოწყობის მეხუთე მცდელობა. ოთხი წლის განმავლობაში „ნაცებმა“ ხუთჯერ სცადეს უკვე ხელისუფლების დამხობა, მაიდნის მოწყობა, ქვეყანაში არეულობის შემოტანა და ამას გაეცა საკადრისი პასუხი გუშინ სახელმწიფოს მხრიდან.

მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა 1 100 000-ზე მეტი ამომრჩევლის მიმართ, ჩვენს ქვეყანას საბოლოოდ მოვაშოროთ ეს სენი, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ იგულისხმებიან შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, ყველა უცხოელი აგენტი, რომელიც არ ასვენებენ ამ ქვეყანას. იგულისხმებიან ის ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებიც მოქმედებენ უცხოური სპეცსამსახურების ინსტრუქციებით და დაფინანსებით, მათ შორის ამისთვის გამოიყენება მაგალითად, სააკაშვილის ოჯახის მიერ მიტაცებული ერთ-ერთი უნივერსიტეტი. არის ასეთი ორგანიზაციები, როგორიც არის მაგალითად „ფარი“, „ერთობა“ და ა.შ. ეს არის ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომელთა მეშვეობითაც, მათ შორის და სხვა დაჯგუფებების მეშვეობით, გასული ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა 100, 50, 150 კაცის მიერ ქუჩის გადაკეტვა და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არასწორია. 110-მა კაცმა არ შეიძლება, 1 100 000 კაცს გადაუკეტოს ქუჩა. მიზანი რა იყო ამ ყველაფრის. მიზანი იყო სახელმწიფოს, ეკონომიკის დაზიანება. ამას ვერ ახერხებდნენ წარმატებით, მაგრამ რაღაც მცირე ზიანს მაინც აყენებდნენ ამ ქვეყანას და სახელმწიფოს. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა 1 100 000-ზე მეტი ამომრჩევლის მიმართ, რომ მთლიანად გავანეიტრალოთ ეს პოლიტიკური ძალა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, უცხოური აგენტურა ჩვენს ქვეყანაში, რათა საქართველოში საბოლოოდ შედგეს სრულიად ჯანსაღი და ჯანმრთელი, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

Advertisement