Logo

ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიცია და ჩვენი წითელი ხაზები, რაც დაკავშირებულია დეოკუპაციის საკითხთან

პოლიტიკა
15
Frontnews image description

ჩვენთვის მთავარია ის, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპული პოზიცია და ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები, რაც დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, დეოკუპაციის საკითხთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსეთ-საქართველოს დიალოგთან დაკავშირებით გაკეთებულ სერგეი ლავროვის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, დეოკუპაცია საქართველოს მთავრობისთვის წითელი ხაზია, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება.

„ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი. რა თქმა უნდა, არავითარ კომპრომისს ეს საკითხი არ ექვემდებარება. დეოკუპაცია არის წითელი ხაზი, რომლის გადახედვას, ბუნებრივია, არ ვაპირებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement