Logo

ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა

პოლიტიკა
322
Frontnews image description

ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კურსი აქვს გასასწორებელი ევროპულ ბიუროკრატიას, რათა თავიდან აარიდოს ის პრობლემები, რომლებსაც ის უქმნის სრულიად ხელოვნურად ევროკავშირს.

"ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო ევროკავშირის ეკონომიკის წილი 2008 წელს, ახლა ჩამოსულია 17,5 პროცენტამდე. 2025 წლის მონაცემები იქნება კიდევ უფრო დაბალი. კურსი აქვს გასასწორებელი ევროპულ ბიუროკრატიას, რათა თავიდან აარიდოს ის პრობლემები, რომლებსაც ის უქმნის სრულიად ხელოვნურად ევროკავშირს. ჩვენ გვაქვს კურსი გასწორებული, ვიცით, რა არის ჩვენი მიზანი. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროინტეგრაცია. ჩვენ კურსი გვაქვს გასწორებული, თუმცა ეს კურსი ევროპულმა ბიუროკრატიამ დღემდე ვერ გაასწორა“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები