
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, რაც ნიშნავს იმას, რომ “ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიიღოს “ნაცმოძრაობაზე“ სამჯერ მეტი ხმა. ეს არის ჩვენი აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“ბოლო რეიტინგები ასეთია, “ნაცმოძრაობას“ აქვს 18%, ყველა სხვა პარტია 5%-ს ქვემოთ. ასეთია დღევანდელი ოპოზიციური მოცემულობა. აქედან გამომდინარე, ისინი ხან დაჯგუფებას ცდილობენ, ხან სხვა გადაწყვეტილებების მიღებას, მაგრამ ხედავთ, რომ შიდა დაქსაქსულობაც არის მათი ერთ-ერთი პრობლემა, უჭირთ გაერთიანება. საბოლოო ჯამში, ჩვენ ოპტიმალური სურათით მივალთ არჩევნებამდე. იდეალური იქნება, თუ “ნაცმოძრაობის“ ვერცერთი სატელიტი ვერ გადალახავს საარჩევნო ბარიერს.
ჩვენ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, რაც ნიშნავს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიიღოს “ნაცმოძრაობაზე“ სამჯერ მეტი ხმა. ეს არის ჩვენი აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა. დღევანდელი მონაცემები არის ზუსტად ასეთი, ჩვენ გვაქვს 60%-მდე, „ნაცმოძრაობას“ 18%, რაც ნიშნავს, რომ დღევანდელი მოცემულობით, ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ ის მხარდაჭერა, რომელიც გვაქვს საზოგადოებისგან“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს