
ავტორი
Front News საქართველო
ყურადღება მინდა გავამახვილო პროვოკაციებზე, რომელიც ხორციელდება ჩვენს პარტიულ ოფისებზე, გუშინ სცადეს ქუთაისში ჩვენი ოფისისთვის ცეცხლის წაკიდება, დღეს ქვები დაუშინეს ზესტაფონში ჩვენს პარტიულ ოფისს და თავი გაუტეხეს ერთ-ერთ ქალბატონს, ოფისის თანამშრომელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” აქვს ათჯერ მეტი პარტიული რესურსი ოთხ პარტიასთან შედარებით, მაგრამ არ მოხდება ასეთ ფაქტებზე თუნდაც პროპორციულ რეაგირება.
“ყურადღება მინდა გავამახვილო პროვოკაციებზე, რომელიც ხორციელდება ჩვენს პარტიულ ოფისებზე. ეს მოხდა როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში. გუშინ სცადეს ქუთაისში ჩვენი ოფისისთვის ცეცხლის წაკიდება, შემთხვევით ცეცხლი გააჩინეს სხვა სართულზე, მაგრამ ეს იყო ცეცხლის წაკიდების მცდელობა. დღეს ქვები დაუშინეს ზესტაფონში ჩვენს პარტიულ ოფისს და თავი გაუტეხეს ერთ-ერთ ქალბატონს, ოფისის თანამშრომელს და არის ასეთი მრავალი ფაქტი. ჩვენ გვაქვს ათჯერ მეტი პარტიული რესურსი ამ ოთხ პარტიასთან შედარებით, მაგრამ არ ვაპირებთ ასეთ ფაქტებზე თუნდაც პროპორციულ რეაგირებას. მათი მიზანია პროვოკაციები, მათი მიზანია, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, რასაც ჩვენ რა თქმა უნდა, მოთმინებით ვუპასუხებთ და არ გვექნება თუნდაც პროპორციული რეაგირება ამ ყველაფერზე”, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს