
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გვაქვს ამის იმედი და ვფიქრობთ ოპტიმიზმის სერიოზული საფუძველი, რომ მოხდება ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დეოლიგარქიზაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
“მე კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, ეს არის ჩვენი გუნდის ოპტიმიზმი, რომ პირველ რიგში, ევროკავშირი მოახერხებს დეოლიგარქიზაციას, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც შეუძლია დეოლიგარქიზაციის მიღწევა და შესაძლებელი გახდება საკუთარი ეროვნული ინტერესების უფრო მტკიცედ დაცვა, ანუ როგორც აშშ-ს, ისე ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებს და მთლიანად ევროკავშირს. დღეს ამ კუთხით არის სერიოზული პრობლემები. ქვეყნების სუვერენიტეტი არის სერიოზული ზეწოლის ქვეშ.
ჩვენ გვაქვს ამის იმედი და ვფიქრობთ, ოპტიმიზმის სერიოზული საფუძველი, რომ უახლოეს წლებში ევროკავშირი მოახერხებს გათავისუფლებას ამ მავნე გავლენებისგან და მოხდება ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დეოლიგარქიზაცია“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს