ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვინდა მშვიდობის შენარჩუნება, ეს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნაა და ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ქართული საზოგადოების წინაშე

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის მთავრობა უმაღლეს დონეზე მოითხოვდა ჩვენგან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას შეეხებოდა საქართველოსთან დაკავშირებით, კობახიძემ აღნიშნა, რომ არ სურს ზელენსკის უპასუხოს, რადგან ის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტია.
"არ მინდა, ბატონ ზელენსკის ვუპასუხო, რადგან ის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტია. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ უკრაინის მთავრობა უმაღლეს დონეზე მოითხოვდა ჩვენგან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას. მაგალითად, შემიძლია შეგახსენოთ უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ზელენსკის მთავარი მრჩევლის და სხვა მრავალი ადამიანის განცხადებები. ისინი აშკარად, ძალიან ნათლად მოითხოვდნენ ჩვენგან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას და ჩვენ უარი ვთქვით. ამ შემთხვევაში ფაქტები ასეთია", - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, თუ რატომ თქვა უარი საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვაზე, კობახიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას სურს მშვიდობის შენარჩუნება, რადგან ეს ქართული საზოგადოების მოთხოვნაა და ხელისუფლება პასუხისმგებელია, სწორედ, საზოგადოების წინაშე.
"ეს იყო მკაფიო განცხადება საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეს ქვეყანას სრულად გაანადგურებდა. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობით. ჩვენ ამ ქვეყანაში მრავალი ომის წინაშე აღმოვჩნდით, ბოლო 35 წლის განმავლობაში, ოთხი სხვადასხვა ომის, ოთხი განსხვავებული ომის. ჩვენ გვინდა მშვიდობის შენარჩუნება და ეს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნაა და ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ქართული საზოგადოების წინაშე, რომელსაც სურს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


